„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს - ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს, ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად", ამის შესახებ „გირჩის ლიდერმა“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროულად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი რჩევა, თუ მართლა ზრუნავენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე , უნდა დაიშალონ დ ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ. ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად“, - განუცხადა იაგო ხვიჩიამ  „ქრონიკას“.