უკრაინა საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

britaneti

"უკრაინა საკუთარი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს",-  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საჰაერო აქტივობა ახლა "უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა ორიენტირებული". 

„უკრაინა საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს. რუსეთმა უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტური განადგურება ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა ვერ შეძლო,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ბროტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის წვდომა "უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით" "ძალიან შეზღუდულია“. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აქტივებზე თავდასხმას აგრძელებს.