„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მასთან კითხვები არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
გამოკითხვის შემდეგ, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ისაუბრა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე, ასევე თავად არჩევნების დღეს მათ მიერ დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით.
"დეტალურად ვისაუბრე იმაზე, როგორ გაყალბდა არჩევნები არჩევნებამდე და შემდეგ რა მოხდა 26 ოქტომბერს. დავიწყე მოყოლა იქიდან, როგორ გაუქმდა ინსტიტუტები და დაექვემდებარა პარტიას. მივიტანე დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთი საარჩევნო დარღვევები როგორ ხდებოდა, ზეწოლები, მუქარები და ამაზე რეაგირებას როგორ არავინ ახდენდა. სახელები და გვარები მივიტანე, როგორ იყო კომისიები დაკომპლექტებული ოცნების პარტაქტივით და ეს ადამიანები როგორ ხუჭავდნენ თვალს დარღვევებზე და არა მხოლოდ თვალს ხუჭავდნენ, არამედ უშუალოდ თვითონ იყვნენ ამ გაყალბების მასშტაბური სქემის მონაწილეები", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ, რომელიც ამბობს, რომ ნათია მეზვრიშვილისგან სურდათ მოესმინათ, რა კონკრეტულ დეტალებზე შეუძლია მას საუბარი.
"გვინდოდა მოწმისგან მოგვესმინა, რა კონკრეტულ დეტალებზე შეუძლია საუბარი. მაგალითად, შეეძლო თუ არა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება კონკრეტულ უბნებზე, ვისზე იყო ზეწოლა და ვის მიერ ხდებოდა. ისეთი მონაცემი, რაც უკვე იდენტიფიკაციის საშუალებას იძლეოდა. რაც გვინდოდა დამატებითი კონკრეტული მონაცემების მიღება, დარჩა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის ფარგლებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მან თქვა იმას არ შევისწავლით", - აღნიშნა პროკურორმა.