1746726540
ნათელაშვილი ირწმუნება, რომ ერთადერთი დეპუტატია დედამიწაზე, რომელსაც ცენტი ხელფასი არ აუღია

ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელიც ამ წუთამდე პარლამენტის დეპუტატია და არც ერთი ცენტი ხელფასი არ ამიღია, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნის და ხალხის ბედნიერებისა. ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე, რა გავაკეთო.
სუსის ორ აგენტს, ელისაშვილს და იოსელიანს რომ დაუთვლია, თითქოს 5 მილიონი წავიღე სახლში, ეს არის ბოლო 30 წელში დამლაგებლებისთვის გაცემული ხელფასი, წყალზე, შუქზე, გაზზე ოფისისთვის გადახდილი გადასახადი, ყარაულის ხელფასი, ეს არის აპარატის ხელფასი და დაწერეს, რომ ყველაფერი მე წავიღე.
ვერაფერი გამოიგონეს, გარდა ცილისწამების, ხელფასის და სახლის, სადაც გავიზარდე. ამათ რა უნდა ელაპარაკო. ჩემი ხელფასი პარლამენტში უდევთ და ჭამენ. 80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს, მეგობრებს“- განაცხადა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი უკვე დაუჭირა.
მიუხედავად პოლიტიკოსის დღევანდელი განცხადებისა, სადაც ამტკიცებს, რომ არცერთი ცენტი ხელფასი არ აუღია. „ღამის კურიერის“ არქივში ინახება ვიდეო, სადაც ნათელაშვილი ადასტურებს, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ის დეპუტატის ხელფასს იღებდა.
ნახეთ ვიდეო, - რას ამბობდა შალვა ნათელაშვილი 2 წლის წინ