ნანა კაკაბაძე - ნაციონალები საკუთარი ტელევიზიებით ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებენ

ნანა კაკაბაძე

ნაციონალები საკუთარი ტელევიზიებით ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებენ, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ნაციონალებიის ხელისუფლებამ ქვეყნის 20% ი რუსეთს გადასცეს!  ომის დაწყებიდან 2 დღეში, სააკაშვილმა ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს! 2 კვირაში- ევროპარლამენტში, ნაციონალებმა, ხელი მოაწერეს რეზოლუციას სადაც აღიარეს, რომ ქართულმა მხარემ, 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს, მძინარე ცხინვალი დაბომბა კასეტური ბომბებით, ნაციონალებმა ომის დამთავრებიდან რამოდენიმე დღეში, რუსეთს მიყიდეს 30 მდე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის წყალი!- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დღეს ხელისუფლებას მოუწოდებს ფაშისტური ( ეროვნული) ნიშნით არ შემოუშვას ქვეყანაში რუსი ტურისტები. ისმის მოწოდებები რესტორნებმა ფაშისტური (ეროვნული) ნიშნით არ უმასპინძლონ რუს ტურისტებს.

„ნაციონალები საკუთარი ტელევიზიებით ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებენ! 2008 წლის 7-8 აგვისტოს ნაციონალებიის ხელისუფლებამ ქვეყნის 20% ი რუსეთს გადასცეს!!! ომის დაწყებიდან 2 დღეში, სააკაშვილმა ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს!!!2 კვირაში- ევროპარლამენტში, ნაციონალებმა, ხელი მოაწერეს რეზოლუციას სადაც აღიარეს, რომ ქართულმა მხარემ, 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს, მძინარე ცხინვალი დაბომბა კასეტური ბომბებით!!!ნაციონალებმა ომის დამთავრებიდან რამოდენიმე დღეში, რუსეთს მიყიდეს 30 მდე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის წყალი!!!ნაციონალური მოძრაობა დღეს ხელისუფლებას მოუწოდებს ფაშისტური ( ეროვნული) ნიშნით არ შემოუშვას ქვეყანაში რუსი ტურისტები. ისმის მოწოდებები რესტორნებმა ფაშისტური (ეროვნული) ნიშნით არ უმასპინძლონ რუს ტურისტებს.კითხვა #1. 2008 წელს საქართველოს მიწებს რომ აბარებდით რუსეთს, მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?კითხვა #2. 2008 წელს, სტრატეგიული ობიექტები რომ მიყიდეთ რუსეთს ომის დამთავრებიდან 10 დღეში (მათ შორის წყალი) მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?კითხვა #3. ომის დამთავრებისთანავე რომ გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან, მაშინაც არ იყო რუსეთი ოკუპანტი?კითხვა # 4. თუ მაშინ ისე გჭირდებოდათ და ეხლა ესე გჭირდებათ, რათა ომში ჩაითრიოთ ქვეყანა და მიაღწიოთ თქვენს სანუკვარ მიზანს, მიაღწიოთ ქვეყნის ჩამოშლასა და განადგურებას?!“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.