1727944755
„ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები“ - რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნათელაშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ინიციატივით გამოდის, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც „კიტრს აიღებს, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება“.
ამ განცხადებას გამოეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეენკო.
„იმედია, რომ ეს ადამიანი დაინახავს თავის შეცდომას და ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას“,- თქვა დავით სერგეენკომ.
მოგვიანებით ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ნათელაშვილმაც უპასუხა.
„ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები, ფული, კიტრ-პომიდორი სოციალური შეღავათები არ დაგირიგებიათ საარჩევნოდ და ამას გაბრალებთ? იქნებ ისიც გაიხსენო ჯანდაცვის მინისტრობისას მილიონობით დოლარის ამერიკული ც ჰეპატიტის წამლები რომ გაუყიდე ავადმყოფებს თურქეთში რისთვისაც მოგისროლეს და დაგავალეს ამგვარი უთავმოყვარეო განცხადებების კეთება“,- წერს შალვა ნათელაშვილი.