1728574816
იქნება სოციალურად დაუცველებმა ერთი არჩევნები დაისვენონ - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ინიციატივით გამოდის, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.
„ჩვენ ალბათ უნდა გავიდეთ იმ ზღვარზე, რომ ობიექტურად შევხედოთ, ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი. კიტრს რომ აიღებს, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ იყო, რომ მე-20 საუკუნეში ბრიტანეთსა და ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნების ქონებრივი ცენზი არსებობდა. თუ ადამიანი ბომჟად ეგდო ქუჩაში, ის ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილოებას.
იქნება ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები. ამათი კიტრი და კარტოფილისგან დავისვენოთ. დაისვენონ, არ მოვიდნენ და მოვიდნენ ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის და ხმის გაყიდვა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში.