„ეს გრძნობა სულ მაქვს, სულ დამყვება...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური ეთერი

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ მისი მორიგი სტუმარი, ჯანეტ ქერდიყოშვილი იქნება.

გადაცემაში ჯანეტი ცხოვრების მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდებზე ისაუბრებს. ერთ-ერთი თემა მისი ნაადრევად გარდაცვლილი დის, ანეტის ტრაგიკული ისტორია იქნება.

ჯანეტი ამ თემაზე საუბრისას ემოციებს ვერ მალავს და ამბობს, რომ დის დაკარგვის შემდეგ გარკვეულწილად საკუთარ თავს ადანაშაულებდა.

„როდესაც ჩვენ ის დავკარგეთ, უბედური შემთხვევის გამო, იმ პერიოდში თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მან თავის თავზე აიღო... ეს გრძნობა სულ მაქვს... სულ დამყვება...“ - ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი ანონსში.

ნახეთ, ანონსი: