1745863963
მწერალთა კავშირი ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია იყო და არსებობდა რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერალი, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ, პირველი იმიტომ, რომ ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ და მეორე - მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო დიდი ქართული მწერლობის ისტორია - მაყვალა გონაშვილი

დღეს ვართ ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არავითარი დაფინანსება, რომელსაც აღარ აქვს თავისი უდიდესი ქონებიდან არაფერი. მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოეტმა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს მწერალთა კავშირში განვითარებული მოვლენების განხილვა მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, მწერალთა კავშირს ისტორიულად მის საკუთრებაში არსებული ქონებაც კი წაართვეს, რომელიც დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილმა აჩუქა ორგანიზაციას.
გონაშვილის თქმით, მწერალთა კავშირი ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია იყო, რომელსაც რამდენიმე ლიბერალი მწერალი არ შეუერთდებოდა იმის გამო, რომ ისინი კარგად ფინანსდებოდნენ, ასევე, მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო ქართული მწერლობის ისტორია და ეროვნული ცნობიერება.
"ისეთი ქონებაც კი წაგვართვეს, რაც ისტორიულად დიმიტრი ყიფიანის დანატოვარი და და მისი შვილიშვილის ნაჩუქარი იყო ქვიშხეთში, სადაც გაიზარდა თაობები და ჩვენ მიერ აშენებული შენობები იყო. ყველაფერი, რაც ქართულ მწერლობას, მწერალთა კავშირს.
ქართულ მწერლობას და მწერალთა კავშირს გამოვყოფ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირი იყო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნულ ცნობიერებაზე იყო დაფუძნებული და არსებობდა რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერალი, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი, იმიტომ, რომ ისინი ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ და მეორე იმიტომ, რომ მათთვის ღიმილის მომგვრელი იყო სიტყვა აღმაშენებელი, თამარ დედოფალი და დიდი ქართული მწერლობის ისტორია." - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.