ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში მეორე სახელმწიფო ვართ, რომელმაც საპარლამენტო დონეზე, პარლამენტის დადგენილებით გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ამავდროულად, ჩვენი არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები ვაცხადებთ საჯაროდ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის პროვოკაციას და შესაძლო სამხედრო ესკალაციას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინისკენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.