1738930726
მომავალ წელს არჩევნებია და დიდწილად ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაც აწყობილი იყო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან თემებზე - მაკა ბოჭორიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაზე
მომავალ წელს არჩევნებია და დიდწილად ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაც აწყობილი იყო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან თემებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ეს შეიძლება უკვე შეფასდეს, როგორც წინასაარჩევნო გამოსვლა. მომავალ წელს არჩევნებია და დიდწილად ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაც აწყობილი იყო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან თემებზე. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი გზავნილები იყო. ამ მიმართულებით ითქვა ის, რაც არაერთხელ თქმულა და ჩავთვალოთ, რომ იყო გამეორება იმის, რაც ევროკომისიის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა - ხაზგასმა პერსპექტივაზე, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.