პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი, მან დააძინა პროცესი - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიას მანიპულირებას საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი გიგა ბოკერია ახერხებდა.
„20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, როცა ყველაზე დიდი აქცია ჩატარდა, მართლა მთელი ქალაქი გამოსული იყო და ეს არ იყო ერთი პარტიის გამოყვანილი, თქვენ გახსოვთ როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როდესაც ვიკითხე, რომ ამ ყველაზე დიდი აქციების შემდგომი გასაღები როგორ აღმოჩნდა ბოკერია ჩერგოლეიშვილის - „ევროპული საქართველოს“ ხელში. როდესაც ყველაზე მსხვილი „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც გაანგრია შუაზე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“.
ახლა მე გეკითხებით,„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი და მე კიდევ კითხვას ვსვამ ღია ეთერში, გასაღებიც ხომ არ აღმოჩნდა ნიკანორ მელიას მიცემული ევროპული საქართველოსთვის. ეს არის ჩემი გაანალიზებული მაშინდელი აქციის და ყირაზე წავიდა ყველაფერი, მოგებული ომი წაგვაგებინეს ბატონებო და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი. მე არ მინდა, სხვაგვარად დავდო ბრალი, მაგრამ ძალიან სუსტი თავმჯდომარეა, რომლის მანიპულირებასაც ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი, ეს უკვე მისი სურვილია, გიგა ბოკერია“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.