გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
20 წლის გიორგი კობალაძე, რომელსაც ორი დღე მთელი საქართველო ეძებდა, გუშინ ბათუმში იპოვეს. მან წინადღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თვითმკვლელობას აანონსებდა, საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა და მომხდარის გამო, ოჯახს ბოდიშს უხდიდა.
„პრაიმთაიმმა“ გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა. ის დეტალურად გვიყვება იმ დღის შესახებ, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა და ბევრ რამეზე დააფიქრა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ იცის - დროებით, აუცილებლად წავა მონასტერში.
„ფსიქოლოგიურად განადგურებული ვარ. ყველანაირად ძალას ვიკრებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას დახმარებისთვის, თანადგომისთვის. გადავხედე კომენტარებსაც. ბევრი უარყოფითი იყო. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. სულ სხვა განზრახვა მქონდა. არ მიფიქრია, რომ ამდენ ადამიანს გაეგო. მთელ საქართველოს გაეგო. მე ჩემს ოჯახის წევრებთან დამშვიდობება მინდოდა. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ. დილით, ჩვეულებრივ მივდიოდი სამსახურში. ეს ამბავი წინა დღისით მქონდა გადაწყვეტილი. ყველას ცალ-ცალკე ვერ დავურეკავდი. იმიტომ გადავწყვიტე ეს ფორმა. დღეს, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ცოცხალი ვარ და ამის ძალა მომცა. ბედნიერი ვარ, იმდენი ადამიანი მიდგას გვერდით. მაგრამ, ამავდროულად შეწუხებული ვარ, რომ ასეთი ამბავი მოჰყვა“.
„მეამაყება ჯარისკაცობა. ამ დროს, ყველაზე განსხვავებული ადამიანი ხარ“
„ახლა გარკვეული პერიოდები მაქვს, რომელიც უნდა გავიარო. მინდა საკუთარ თავს მივხედო და ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანო, როგორიც უნდა იყოს ადამიანი. მე ჩემი პროფესია მომწონს. მიყვარს ჩემი სამსახური რასაც ვაკეთებ. ბევრი წერდა,თითქოს მისვლა დამეზარა და ვერ მივიდოდი. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი და რაღაცას მეტყოდნენ. ჯარისკაცობა ჩემთვის პრიორიტეტულია და ამ საკითხში ძალიან მოწესრიგებული ვარ. მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი. ჩემმა თანამშრომლებმა, ჯარისკაცებმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ამ ორი დღის განმავლობაში. სამსახურის თემა ჩემს ვიდეოებთან კავშირში არ არის. მეამაყება ჯარისკაცობა. ამ დროს, ყველაზე განსხვავებული ადამიანი ხარ. ცხოვრებაში რთული პერიოდი ყველას გვაქვს. ზოგს მარტივად გადააქვს, ზოგს - არა. ადამიანთან მთავარი საუბარია, რომ ეს ყველაფერი გადაიტანო. მახარებს, რომ ხალხი მესაუბრება.
„ბათუმში ჩემით წავედი. როდესაც თავი გავითავისუფლე, მერე წავედი. უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. მეორეც, ბათუმი ნანახი არ მქონდა. გადავწყვიტე, დროებით იქ ვყოფილიყავი. სანამ, რამე შეიცვლებოდა. წავედი სრულიად უცხო გარემოში, რომ კარგად დავფიქრებულიყავი ყველაფერზე. იქ, რომ ჩავედი დავრწმუნდი, შეუძლებელი არაფერია. მთელი დილა ზღვის ნაპირთან ვიჯექი და ვფიქრობდი. ტირილი მინდოდა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ამ დროს, ბიჭი მოვიდა და ასანთი მთხოვა. მან მიცნო... მთელი საქართველო გეძებსო. დღეს უკვე სახლში ვარ. მადლობას ვუხდი ღმერთს. რამდენიმე კვირა მონასტერში უნდა წავიდა. სიმშვიდე ვიპოვო. ყველაზე მეტად ეს დამეხმარება. გავერკვიო ყველაფერში.
თოკი ჩამოვაბი და ჩანთაზე დავდექი. ქვემოთ დაღმართი იწყებოდა. ეს ჩანთა ისე დავდე, რომ მაღალზე ყოფილიყო, ოდნავ. ამ მომენტში, ჩანთა ქვემოთ ჩაცურდა და ამან დამაფიქრა... თოკი უკვე კისერზე მქონდა. ხეს მოვეჭიდე და თავი გავითავისუფლე,“ - ამბობს „პრაიმთაიმთან“ გიორგი კობალაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გიორგი კობაალძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვებოდა.
„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ანუ მე გარდაცვლილი ვარ... ჩემი სისულელეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმე მოსაკლავად დამდევს. მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ადამიანურად. როგორც მე შემეფერებოდა. თამაში დავიწყე. ფული დავხარჯე. ნახევარი ხელფასი ჩემებს მივეცი, ნახევარით ვითამაშე და წავაგე. გადასახადები ვერ გადავიხადე... ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები. აღარავის შევუყვარდები. მირჩევნია დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში... ოღონდ მიპოვით მკვდარს.
მიხარია, რომ დედამიწაზე 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ბედნიერება მქონდა. ხალხი გვერდში მედგა, ყველაფერი გავიფუჭე. ბევრი უაზრო რაღაცები გავაკეთე. ლოთობას გადავყევი, ვალები დავიდე. ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადე. დღეს ბოლო დღეა, აზრი არ აქვს. ვერაფერს მივაღწევ, ვერც ვიშოვი, ვერც გადავიხდი. ნუ იდარდებთ. არ ინერვიულოთ. დამმარხეთ ჩემი მშობლის გვერდით და იქ ვიქნებით ან არ ვიცი, მიწაში ჩამაგდეთ“, - ამბობდა გიორგი კობალაძე.