მამამ დაურეკა ერთ ადამიანს, ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა ოპერაციის თანხა - რატომ უხდის მადლობას მამუკა ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს

charkviani ivanishvili

მამუკა ჩარკვიანმა „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში ის პერიოდი გაიხსენა, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მის გადასარჩენად საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაცია იყო საჭირო.

„რეალობაა ის, რომ ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა საოპერაციო ფული. როცა ჩავფრინდი საზღვარგარეთ, თანხა უნდა ყოფილიყო ანგარიშზე და გადახდის შემდეგ გიკეთებდნენ ოპერაციას. მაშინ მამა ცოცხალი იყო და დაურეკა. პირველად რომ გახდა პრემიერი, მაშინდელი ამბავია. მამამ აიღო ტელეფონი და სთხოვა ერთ ადამიანს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის დაერეკა. ცოტა ხანში რომ გადმოგირეკოთო? და მამამ უთხრა, ცოტა ხანში მამუკა აღარ იქნებაო… გადმორიცხეს ფული კულტურის სამინისტროდან და ნაირ-ნაირი ორგანიზაციებიდან. მე მადლიერი ვარ. უმადური არ უნდა იყო კაცი. მე მადლობა გადავუხადე მას. იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს, გადავუხადე მადლობა, რომ სიკვდილისგან მიხსნა.