მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში The new York Times-ში უკრაინელი ავტორის სტატიას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურმე საქართველო ტრანზიტით ატარებს სხვადასხვა ტვირთებს რუსეთში.
როგორც გამცემლიძე აღნიშნავს, ყურადღებით დააკვირდნენ ნარატივს. მასში უამრავ სისტემურ ნიუანსს აღმოაჩენთ.
“ყურადღებით წავიკითხე The new York Times-ში უკრაინელი ავტორის სტატია იმის შესახებ, თუ რა დამპალი ქვეყანაა ეს საქართველო, რომელიც თურმე ტრანზიტით ატარებს სხვადასხვა ტვირთებს რუსეთში.
კეთილი. გასაგებია. მაგრამ....მე მუდამ ვთხოვ ხოლმე მეგობრებს, ნუ მოსჭრით თვალს ბრენდი და ყურადღებით დააკვირდნენ ნარატივს. მასში უამრავ სისტემურ ნიუანსს აღმოაჩენთ.
აი მაგალითად: თურმე საქართველო თურქეთიდან ატარებს რუსეთში ჩაის შესაფუთ მასალას, რაც შემდეგ რაღაცაში (კარგად ვერ გავიგე რაში) გამოიყენება.
კეთილი. გავიგე. ცუდია. ოღონდ.....პრეტენზია ავტორ(ებ)ს რატომღაც აქვთ არა იმ ქვეყანასთან (ანუ NATO-ს წევრ თურქეთან!), რომელიც ამ პროდუქციას რუსეთში აგზავნის (!), არამედ საქართველოსთან, რომელიც ამ პროდუქციას მხოლოდ ატარებს (!).
ცუდია, რომ ატარებს. არ უნდა გაატაროს, მაგრამ (ისევ ეს ჯიუტი მაგრამ) ექსპორტის პრობლემაზე არაფერს წერ და ტრანზიტის პრობლემაზე ამოდენა ყურადღებას ამახვილებ.....ეს რით აიხსნება?
ერთადერთით: იმას ვერ უბედავ და საქართველო კი დაბალი ღობეა! აი მხოლოდ ამით აიხსნება
წინასწარ ვიცი ამაზე რასაც მეტყვიან: შენ რომ მოკავშირე ხარ, ვალდებული ხარ როგორც მოკავშირე ისე მოიქცეო.
კეთილი. მე მოკავშირე ვარ იმით, რომ მაქვს ევროასოცირება და მაქვს NATO-ს გაძლიერებუ;ლი პაკეტი რაც დღემდე ვერავინ ამიხსნა რა არის, მით უმეტეს ვერ დამარწმუნა, რომ ეს არის 'MAP'-ზე უკეთესი, რომელსაც არ მაძლევენ, რაკი რუსეთის ეშინიათ. გავიგე.
მაგრამ/და....მასე თურქეთი უბრალოდ მოკავშირე კი არა და MAP კი არა და....... საერთოდ NATO-ს წევრია!!!
იმაზე წამოკნავლებასაც ვერ ბედავ და ამ პატარა, უსუსურ, უმოკავშირეო, მრავალგზის დამარცხებულ და უბედურ ქვეყანას ამუნათებ, რატომ ატარებო ეს რა ზნეობა და მორალია საერთოდ?!
ანუ საქართველომ თურქეთს (ჩვენს ერთადერთ ფანჯარას მსოფლიოში) ბლოკადა უნდა გამოუცხადოს? და მაშინ იქნება კარგი?!
ან თუნდაც არ იყოს ალიანსის წევრი თურქეთი, ნახეთ რა სიგიჟე წერია ამ სტატიაში: აზერბაიჯანი საკუთარ პროდუქციას საქართველოს გავლით აგზავნის რუსეთშიო.
კი მაგრამ..... ავტორს მთლად იდიოტები ვგონივართ? რა ჯანდაბად უნდა აზერბაიჯანს საქართველოს ტრანზიტი, როცა საკუთარი საზღვარი და ბევრად უფრო მოხერხებული კომუნიკაციები აქვს რუსეთთან? ანუ უშუალოდ აწვდის ხომ? ტრანზიტიც არ სჭირდება, უშუალოდ აწვდის!
და ტკბილად რომ ეკურკურებით ალიევს ალტერნატიული ენერგომატარებლებიზა...... საქართველოს რომ ნავთობი არა აქვს ამიტომ იოლად უნდა წამოარტყათ თავში?
ან სომხეთი რატომ არის ასე ყრუდ ნახსენები პუბლიკაციაში, ამას მიაქციეთ ყურადღება?
მე შეგახსენებთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს: ჰექსოგენით დატვირთულმა მანქანამ რომ შემოიარა ოთხი ქვეყანა, შემოვიდა საქართველოში ზღვით, განბაჟდა სომხეთში (!) და მერეღა გაემგზავრა ლარსით რუსეთში ხომ გახსოვთ?
და რატომ? იმიტომ, რომ ეს აპრობირებული ლოგისტიკური სქემაა: ჯერ აგზავნიან საქონელს სომხეთში, იქ ხდება განბაჟება და მარკირება როგორც სომხურისა, მერე იგზავნება ლარსისკენ და გადადის რუსეთში.
და ეს ვითომ არ იციან პუბლიკაციის ინსპირატორებმა? \ანუ არ იციან, რომ იმ მანქანების მინიმუმ 70% რაც ლარსზეა სწორედ სომხურია?
როგორ არ იციან, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სომხეთს ძლიერი პოზიციები აქვს ლობისტური ჯგუფების და დიასპორის მეშვეობით ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამიტომ მასზე დარტყმა....'ვერ ლავეს'. მას ასე იოლად ვერ წამოარტყამ თავში.
აი საქართველო კი, უპატრონო და თან უნიჭო, უუნარო, რეგვენი, პირდაბჩენილი დიყლოპატიის ქვეყანა, - იოლად თავში ხელ წამოსარტყმელია.
დიდი ბოდიში, მაგრამ ასე არ შეიძლება რა......
ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანის თვალში არაფერი ისეთ ზიანს არ აყენებს საქართველოში პროდასავლურ ასპირაციას, როგორც ასეთი უსინდისოდ ცალმხრივი და ტენდენციური სტატიები!”- წერს დათო გამცემლიძე.