მხარი დავუჭირე და ხმა მივეცი ერთადერთ, უალტერნატივო ძალას საქართველოში, რომელიც არის გარანტი მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსებით ევროპისკენ სვლის - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

გურჯაანის, საგარეჯოს დედოფლის წყაროს და სიღნაღის რაიონში "ქართული ოცნების" დელეგატმა, დავით სონღულაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

სონღულაშვილის თქმით, ხმა მისცა ერთადერთ, უალტერნატივო ძალას საქართველოში, რომელიც მშვიდობის გარანტია.

"დღევანდელი დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე და ხმა მივეცი ერთადერთ, უალტერნატივო ძალას საქართველოში, რომელიც არის გარანტი მშვიდობის, კეთილდღეობის და ღირსებით ევროპისკენ სვლის. რა თქმა უნდა, ეს არის "ქართული ოცნება", რომელმაც შეძლო და საქართველოში ყველაზე დიდხნიანი მშვიდობიანი პერიოდი შექმნა", - განაცხადა სონღულაშვილმა.