ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
საქართველოს პრეზიდენტი ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციასა და საქართველოზე შეტევებს ეხმიანება.
მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ უილსონის ფიგურა ყველასთვის ცნობილია და ისიც ცნობილია, თუ რა დგას მის უკან.
„ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ სათანადო პასუხი გასცა. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი პარლამენტის წევრები საკმაოდ სწორედ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ მის გამონათქვამებს. ჩემთვის პირდაპირ ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას ესეც მარტივად დასანახია ნებისმიერი მოქალაქისგან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.