მიხეილ ყაველაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე ტრაგედიის გამო, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას, ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს

მიხეილ ყაველაშვილი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილის თქმით, ქართველი ხალხი შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს იზიარებს.

„ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას – ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენს გვერდითაა“, – წერს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 115 ადამიანი კი დაშავებულია. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.