ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება. ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება - ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.
„ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი - როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.