კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
როდესაც მთელი რესურსით ზეწოლას ახდენენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა სპეკულაციის საგანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„საერთაშორისო დონის თაღლითობა აშკარა ხდება როგორც სააკაშვილის მედიცინის თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით – „ნაცმოძრაობის“ რესურსი არ მუშაობს. აღმოჩნდა, რომ ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თურმე ხელმძღვანელობენ გარკვეული მონაცემებით, რომლებიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძვლად არ გამოდგება. სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა და მას სპეციალური დიეტა სჭირდება. როდესაც ეს ადამიანები მთელი რესურსით ზეწოლას ახდენენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა სპეკულაციის საგანია. თაღლითობა და სიმულაცია არის რესურსი, რითიც იბრძვიან. გიორგი ბარამიძე ამბობს, უნდა შეიკრიბონ, როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და აქედან გამომდინარე მოხდეს ძალების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად, საომარ მოქმედებებში ჩასართავად. სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამისთვის ჯერ ბევრი რესურსი გააჩნიათ, მათ შორის ფინანსები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პარლამენტის ბოიკოტი ერთ-ერთი მექანიზმია, რითიც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თემა შემოიტანოს ამ დისკუსიაში.
„მათ არათუ პარლამენტის ბოიკოტი, არამედ მის მიმართ ფიზიკური დაპირისპირების რესურსის გამოყენება სცადეს, რამაც არ გაამართლა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა და ცესკო-სთან დაპირისპირება იყო დემონსტრირება იმის, რაზეც ბარამიძე ლაპარაკობს. ახლა პარლამენტის ბოიკოტზე საუბრობენ და ეს იმას უსვამს ხაზს, რომ დეპოლარიზაციის არავითარი ინტერესი „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია, რომელი ფრთაც არ უნდა ავიღოთ – რომელიც აგინებს სააკაშვილს თუ რომელიც კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მხარდაჭერით გადის არჩევნებზე. მესამე ფრთა ანტურაჟის ფუნქციას ასრულებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.