1728194938
მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილზე - Free ვიცი კარტოფილი, კარგი და გემრიელია - სხვა free რა არის, ვერ გავიგე
„მეუბნები, ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვყვირით free-ს. Free ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა free რა არის ვერ გავიგე“ - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
სასულიერო პირი ქადაგებისას სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს.
„კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა გამათავისუფლოთ იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს, რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ და რატომ არის მთელი მსოფლიო ამაზე დარაზმული? მთელი მსოფლიო, თავისი აზრით, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ნამდვილად არ არის. [ამბობ] სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს ის, რაც აქვს მისჯილი, ის გინდა თუ არა უნდა გაათავისუფლო და ამაშია თურმე პოლარიზაციის პრობლემა, პოლარიზაცია მოდის იქიდან - შენ რომ ებრძვი შენ ქვეყანას, აგერ, უკვე პირდაპირ ტანკების შემოსვლას მემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებ. მეუბნები, ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ყველა, ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით free, რაღაცა. Free ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა free რა არის ვერ გავიგე. თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი ქვეყნისთვის. იცით, რომ შეცდომაში შევიდა ის საწყალი და აქ, არავინ ძალით არ წამოათრევდა. არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები, შემოხვალ და იქ, რაღაც თავს გაიმაიმუნებ და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადაც ზიხარ, რა გავაკეთოთ ახალა ჩვენ, გიყუროთ და რა? შოუა, მასკარადია, თუ რა ხდება? იქიდან გარეთ, ვითომ არ იციან რაც იყო და როგორ იყო. აქაც ვიღაცებმა, თურმე ახლა გაიგეს რომ „მშვიდობის მტრედია“, ყველაფერი ძალიან მაგრად გააკეთა, ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი ქვეყანა გახადა. ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.