„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.
„უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის, შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას,“ - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს.