პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
„ბუნებრივია, როდესაც რაღაც ანონსი სრულ სიცრუეზე და სიყალბეზეა აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით, ყველაფერი კეთდება. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის თავად პატიმრის პასუხისმგებლობა.
მათ აქციებს მხარდაჭერა ვერ ექნება, ვინაიდან ხალხი „ნაცმოძრაობას“ არ უჭერს მხარს, მათი დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რაც არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. მისი გადაცემა ან გათავისუფლება არის გამორიცხული, თუ ვინმე ახლა ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ომში ჩართვა. ვერანაირ გადაცემაზე, ან გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის და დამსახურებულად იხდის სასჯელს.
მარტივად გვაქვს საქმე - მას შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს. კეთილი ინებოს სააკაშვილმა, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი. ცილას ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი, მან რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. სინამდვილეში, ეს შეიძლება, იყოს წინასწარ განზრახული გეგმა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.