„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
"ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე აღარ ვაპირებთ ყოფნას ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" და საზოგადოების საღი ნაწილი. თუკი ვინმე ამ განცხადებებითა და ნაბიჯებით დაზარალდება, იქნება თავად ქალბატონი ზურაბიშვილი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, განაცხადა.
"ქალბატონმა ზურაბიშვილმა ორივე მხრივ გააკეთა არასწორი განცხადებები და ამას იგი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიხვდება. არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.
თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება ეს ყინული, არავინ იცის და ამ დროს ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ დას პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს. ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე აღარ ვაპირებთ ყოფნას ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" და საზოგადოების საღი ნაწილი. თუკი ვინმე ამ განცხადებებითა და ნაბიჯებით დაზარალდება, იქნება თავად ქალბატონი ზურაბიშვილი", - ამბობს მელია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“, ამის შესახებ ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.