დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვა არა მხოლოდ უკრაინაში არსებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულ პირებს, არამედ რუსეთსა და დასავლეთში არსებულ პრივილეგირებულ ჯგუფებს სურთ. ამ ჯგუფის მიზანი კონფლიქტური პროცესიდან სარგებლის მიღებაა, ამ ინფორმაციაზე "პრაიმტაიმთან" კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. მისივე განცხადებით, უკრაინის დაზვერვის მორიგი პროვოკაციული ინფორმაციაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს და ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ერთობლივი მიზანი რამენაირად სისრულეში მოვიდეს.
„უკრაინის დაზვერვა კვლავ უარგუმენტო განცხადებას ავრცელებს. ეს არის ხელოვნურად აგორებული ინფორმაცია, რათა მათ შორის, საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია მოხდეს. პირდაპირ იკვეთება სურათი - უკრაინაში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს, საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციასა და ჩვენი ქვეყნის როგორმე ომში ჩართვას. ეს არის გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ მარტის დასაწყისიდან მუშაობს. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინაში არსებულ გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კარნახით მოქმედებს, სურს, საკუთარი მიზნების განხორციელების მიზნით, საქართველოს ხელისუფლება, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს“,- განაცხადა არეშიძემ.
არეშიძე განმარტავს, კიდევ ვის და რატომ აწყობს საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვა.
„არსებობენ ძალები, როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა აწყობთ. დასავლეთის ზოგიერთ წრეებში გაჩნდა აზრი, რატომ არ უნდა გაიშალოს ფრონტი, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ რაც უფრო გაიშლება ფრონტი, ეს ფაქტი მით უფრო ეფექტური იქნება იდეოლოგიური თვალსაზრისით და მით უფრო დაიშლებიან რუსეთის ძალები. მოსკოვშიც არსებობდა რამდენიმე გუნდი, რომელიც ამ გეგმაზე იყო აწყობილი, მაგალითად, პატრუშევის გუნდი, რომელიც ამბობდა, რომ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე მოვასუფთავოთ, თუმცა ამ იდეას მოწინააღმდეგეები მოსკოვშიც ჰყავდნენ. საბოლოო ჯამში, საქართველოს ომი ჩართვა არ გამოვიდა, მაგრამ ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანია გრძელდება“, - განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვა საქართველოს მორიგ ბრალდებებს უყენებს - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის, საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით, რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე მტკიცებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება. არსებობს ბრალდებები, თუმცა უკრაინულ მხარეს აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც ამჯერად წარმოუდგენია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინული მხარე საქართველოს მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ავრცელებს. 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას. აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები უკრაინულ მხარეს ამ დრომდე არ წარმოუდგენია.