ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1786462532
მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სააკაშვილი მის განცხადებას სულელურს უწოდებს და ამბობს, რომ ბარამიძეს საზოგადოებასთან მისი ნათქვამის დეტალური განმარტება მართებს.
„ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა, მაგრამ გარდა რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის პიარული საქმის დაწყებისა იმ განცხადებაზე, რომელიც 10 დღის თავზე გაახსენდათ ჩვენი წარმატებული ყრილობის გადასაფარად, იმ „ოპოზიციონერების“ აღტყინება უფრო გაუგებარია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით და ქება დიდებას არ აკლებდნენ. ყველანაირ ფარისევლობას აქვს საზღვარი და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს.
თან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, კარგა ხანია რაც ამხილა ქოც-რუსების და მათი დასმული სალომეს ტყუილი, როცა ნათლად ჩაწერა დასკვნაში, რომ ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია. (და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მოღალატეები გვაბრალებენ, სწორედაც რომ ომის დანაშაულია)“, - წერს სააკაშვილი.