ამინდი იცვლება - სინოპტიკოსების გაფრთხილება

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 აგვისტოს საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]~, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.