30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის - სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს
1774941808
ეს თითქმის არავინ იცის, მაგრამ 2005-ში როცა გადავწყვიტე ტურიზმის სწრაფი განვითარება, ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო (ე.ი. საათის ერთი საათით წინ გადაწევა აღარ იყო საჭირო), რაც გარდა იმისა, რომ ქართველების ჯანმრთელობისთვის იყო კარგი, ასევე უადვილებდა ევროპელ და უკრაინელ ტურისტებს ზაფხულში საქართველოში გადაწყობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ქოცებს“ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლიათ“.
„ასე მაგალითად, მას შემდეგ, რაც გუშინ ევროპელებმა საათი გადაწიეს, მათ და ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ 2 საათია, ხოლო უკრაინასთან ქართველებს ერთი საათიღა რჩებათ განსხვავება. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ ქოცებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლიათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.