„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
პარიზის ბიბლიოთეკა ერთ-ერთია იმ ევროპულ ბიბლიოთეკებს შორის, საიდანაც ბოლო წლებში რუსი კლასიკოსების უნიკალური გამოცემები მოიპარეს. მძარცველები განსაკუთრებით “ნადირობდნენ“ ალექსანდრ პუშკინის სიცოცხლეშივე გამოცემულ წიგნებზე. ჯგუფის წევრები ძირითადად ერთი სქემით იპარავდნენ - სამკითხველოში თავს მეცნიერად, ან სტუდენტად ასაღებდნენ, ითხოვდნენ ორიგინალს, რომელსაც იქვე, წინასწარ გამზადებული ყალბი ასლით ცვლიდნენ.
ამ მეთოდით რუსი კლასიკოსების იშვიათი გამოცემები მოიპარეს ვარშავის, ჟენევის, მიუნხენის, ტარტუს, ვილნიუსის და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან, თუმცა პარიზში მძარცველებმა ძარცვის სხვა ხერხს მიმართეს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე, პარიზის ბიბლიოთეკის საცავში შუშის ჩამტვრევის გზით შეიპარა, რა დროსაც მათ ხელები დაიზიანეს. წიგნების მოპარვა შეძლეს, თუმცა პუშკინის უნიკალურ გამოცემებზე სისხლის კვალი დატოვეს. რამდენიმე თვის შემდეგ, პარიზის ბიბლიოთეკიდან მოპარულ იშვიათ გამოცემებს ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში მიაგნეს. სისხლის ლაქებზე დაინიშნა ექსპერტიზა, რამაც მძარცველების ვინაობა უტყუარად დაადასტურა.
ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩატარდა.
სამართალდამცველებმა 5 ბრალდებული დააკავეს, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს, ბექა ცირეკიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის ამჟამად სასჯელს მსგავსი დანაშაულისთვის, ესტონეთის ციხეში იხდის... სრულად