აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც ოთხ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, შვიდი კორპუსის განაწილება კი რამდენიმე თვეში იგეგმება.
„სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეები მოწყობას ითვალისწინებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგს ახორციელებს. მოკვლევის დასრულების შემდეგ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, კანონმდებლობის სრული დაცვით, იმ ოჯახებს გამოავლენს, რომლებსაც ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.
თბილისის პარალელურად, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.