აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავა.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას – ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდა.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.