აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
1991 წლის 31 მარტს ყველა პოლიტიკოსმა, ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი, რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო.
„საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა, როცა რეფერენდუმი ცხადდებოდა, რადგან ეროვნული მოძრაობის ნაწილი მხარს არ უჭერდა საბჭოთა კავშირში საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყოფნის კანონიერებას. რეფერენდუმით ირიბად ვაღიარებდით, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით. ანუ, პოლიტიკურად ვაღიარებდით, თორემ, რა თქმა უნდა, დე ფაქტო ვიყავით. საკითხი საბოლოოდ როცა გადაწყდა, რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, რადგან საჭირო იყო მთელი ერის ერთსულოვნების ჩვენება. ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. მაშინ, ყველა პოლიტიკოსმა და ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის საჯარო, საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი და რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. ბრძოლა გვიწევს, ქართველმა პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ პირველ რიგშია საქართველო, მისი ეროვნული ინტერესები და შემდეგ სხვა სახელმწიფოების ინტერესები, კავშირები. მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი როცა მორღვეულია, ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკური უნარი გქონდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა გვიწევს გარე და შიდა შემოტევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.