1734793091
მდინარაძე აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარკვეული დაზღვევა გვექნება, რომ მედიამ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და დაბრკოლებები ამ მიმართულებით არ შეექმნას
გარკვეული დაზღვევა გვექნება, რომ მედიამ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და დაბრკოლებები ამ მიმართულებით არ შეექმნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს შემოთავაზებაზე, რომელიც გაისმა კომიტეტზე, რომ ნიღბების აკრძალვის პარალელურად, მედიის წაარმომადგენლებს მაინც მიეცეთ საშუალება, რადგან წინა ხაზზე უწევთ ყოფნა.
„ამაზე გუშინაც მქონდა კადრს მიღმა საუბარი მედიის წარმომადგენლებთან. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაზღვევა გვექნება, რომ მედიამ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და დაბრკოლებები ამ მიმართულებით არ შეექმნას“, - აღნიშნა მდინარაძემ.
იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარება აიკრძალება.