მამუკა მდინარაძე: რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა

მამუკა მდინარაძე

რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ „მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, - აღნიშნავს მდინარაძე.

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.