ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული მიმართული, რადგან ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა "დიფ სთეითზე" დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის განადგურების, მისი რეპუტაციული განადგურების ხარჯზე.
"ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა "დიფ სთეითზე", უფრო ღრმად შევიდა ამ თემაში და გაშალა ეს თემა ქართული საზოგადოებისთვის და არა მარტო, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო და ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
ბუნებრივია, რომ აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს, მარტივი ამბავია. ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გაწირა. ეს პირადი თემა და პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც "დიფ სთეითზე" დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის განადგურების, მისი რეპუტაციული განადგურების ხარჯზე.
რაც არ უნდა შვეიცარიული ბანკები გაანადგურონ, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ეს ადამიანი, მათ, როგორც ჩანს, მათ ვერ გაიცნეს, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი თავისი სამშობლოსთვის და ახლა ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს, ვერანაირი ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე თუ ასე შემდეგ, ვერ მოიტანს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.