მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმება წარმატებით შეესრულებინა და დამსახურებულად არის ერთ-ერთი ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ ასოცირების შეთანხმება წარმატებით შეესრულებინა და ნამდვილად დამსახურებულად არის ერთ-ერთი ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა არის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალური რჩება. ჩვენ 2027 წლამდე გვაქვს დრო, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულება დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს იქნება ის, რაც საქართველოს ნამდვილად დაეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნას ცდილობს - 27 ივნისი, ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და მიღწევას უკავშირდება, რის შემდეგ საქართველოს ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობათა ფანჯარა გაეხსნა.