რუსებმა დონეცკის ოლქში მაღარო დაბომბეს

მაღარო

რუსებმა დონეცკის ოლქში, სელიდოვე დაბომბეს, შედეგად მაღარო დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სელიდოვეს საკრებულო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საკრებულოს განცხადებით, თავდასხმა, 29 ივნისს, საღამოს 22:25 საათზე მოხდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საწარმოო ფართები, ნაწილი კი განადგურდა.

მანამდე, 27 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა სელიდოვეზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი.