„ფანჯრიდან ნახევრად გადასული იყო, როცა იარაღით ეზოში დაუხვდა...“ - ტრაგედიით დასრულებული არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინება „პოლიციის ფაილებში“

რეკონსტრუქცია

გასული წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის სასტიკად მკვლელობის ამბავმა მთელი საქართველო შეძრა - გოგონა ჯერ იძულებით გაათხოვეს, შემდეგ კი ის ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა.

27 წლის კაცს ბრალად ედება: სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება; სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დაკავებულია არასრულწლოვნის ბიძა და დედა. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 30 ივნისს „პოლიციის ფაილებში“ იხილავთ ეპიზოდს „ქორწინებიდან მკვლელობამდე“, რომელიც „რუსთავი-2-ის“ ეთერში და შინაგან საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე 23:00 საათზე გავა.

ნახეთ ანონსი ↓