გერმანიამ დანია 2:0 დაამარცხა

გერმანია-დანია

ევრო 2024-ის მერვედფინალში მასპინძელი გერმანია დანიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. 

მატჩი 35-ე წუთზე ჭექა-ქუხილისა და სეტყვის გამო შეჩერდა და 25 წუთის შემდეგ გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საწყის წუთებზე გერმანიას გოლი არ ჩაუთვალეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ანდერსენმა ანგარიში გახსნა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

68-ე წუთზე შლოტერბეკის გამოზომილი გადაცემით ჯამალ მუსიალამ ისარგებლა, გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალში ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.