ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიღუპა

ელიზავეტა ხოშტარია

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი დღეს იპოვეს. თსუ-ს სტუდენტი,  ელიზავეტა ხოშტარიაა. 

„ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის - ელიზავეტა ხოშტარია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.

ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, მაშ­ვე­ლებ­მა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორი დღის წინ და­ი­წყეს, რო­დე­საც უწყე­ბა­ში 30 წლამ­დე ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ზღვა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და.

ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ჩი­ნო მა­კა­რი­ძეა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის დას­თან და სტუ­მარ გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ზღვა­ზე. ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა სა­ჩი­ნო გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცურ­ვა არ იცო­და.