საქართველოს გენერალური პროკურორობა 11 ადამიანს სურს

პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება 11 ადამიანს სურს. საპროკურორო საბჭოს ცნობით 27 ივნისს  კანდიდატების წარდგენა დასრულდა.

კანდიდატებს შორის არის გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს, ასევე მას აქვს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463 პროკურორის და გამომძიებლის. გენერალური პროკურორობა სურს იურისტ და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს, ასევე პარტია საქართველოსთვის წარდგენილ კანდიდატებს ლაზარე ჯორბენაძეს და ლალი ბუნტურს.

სიაშია ადვოკატი გრიგოლ გაგნიძეც! პროცედურა ასეთია- ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, მათ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე უყრიან კენჭს.

საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანო გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.