მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაეროს წევრ ქვეყნებთან

მაკა ბოჭორიშვილი

გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს რეზოლუციაზე საუბრისას.

მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობას იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ყოველთვის ჰქონდეს.

„ქართული დიპლომატიური სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ უმაღლესი მხარდაჭერა იყოს მოპოვებული საქართველოს რეზოლუციაზე. ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაეროს წევრ ქვეყნებთან. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ყოველთვის ჰქონდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, რაც არის შედეგი იმ ოკუპაციისა და რუსეთის იმ პოლიტიკისა, რომელიც ვიხილეთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი იყოს შენარჩუნებული და მუდმივად გვქონდეს მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ სამართალზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.