1784020802
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინს ზელენსკის ღია წერილის შესახებ აცნობეს
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილის შესახებ აცნობეს, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„მას [პუტინს] უკვე მოახსენეს“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ზელენსკიმ გუშინ პუტინს ღია წერილი მისწერა, რომელშიც კრემლის ლიდერს ომის დასრულებასა და საამისოდ პირისპირ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.











