მაკა ბოჭორიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღევანდელი დებატები ემსახურება ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას არჩევნებამდე ორი დღით ადრე

მაკა ბოჭორიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღევანდელი დებატები ემსახურება ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას არჩევნებამდე ორი დღით ადრე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გამიზნულია, რათა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიური დღის წესრიგი შეიქმნას.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღევანდელი დებატები რეალურად ემსახურება საქართველოს გარეშე საქართველოს შესახებ არჩევნებამდე ორი დღით ადრე პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ოპოზიციისთვის. გარკვეული სასუნთქი საშუალების მიცემას, რათა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შექმნან ნეგატიური დღის წესრიგი. კრიტიკული განცხადებები, რომლებიც გაჟღერდება დებატების ფარგლებში, არის წინასწარ ორკესტრირებული და წინასწარ დაგეგმილი. ეს, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ არის კორექტული იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ორ დღეში ტარდება არჩევნები. ეს არის სწორედ ამისთვის გამიზნულია, რომ გარკვეულწილად შექმნან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.