„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას" - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

პასკალ ალიზარდი

ეუთო /ოდირის მისიის ხელმძღვანელი, საფრანგეთის სენატის წევრმა, პასკალ ალიზარდმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.

მან საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედს იტოვებს, არჩეული მმართველობა გაუმკლავდება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ქვეყანას ევროკავშირს დაუახლოებს.

"კენჭისყრის დღე, პროცედურულად, კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული, მაგრამ, ასევე მას თან ახლდა დაძაბული გარემო და დაშინების ბევრი მცდელობა.

გუშინ, პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს, საარჩევნო უბნების უმეტესობაში და საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა იმისათვის, რომ ამომრჩევლებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კენჭისყრის დღემდე.

მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის, ამ მისიის განმავლობაში, ასევე გულთბილი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც გულთბილად დაგხვდნენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭისყრის დღეს", - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა, პასკალ ალიზარდმა.