ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი - შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა,  რომელიც გვინდა, რომ იყოს ევროპაში და ახლოს ევროკავშირთან

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი

ჩვენ საკმაოდ შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა,  რომელიც გვინდა, რომ იყოს ევროპაში და ახლოს ევროკავშირთან, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ, ვისაც სურს პროევროპული გზა საქართველოსთვის, მოვუწოდებთ, რომ დაცული იყოს ფუნდამენტური თავისუფლება, რომელიც ჩვენი აზრით, ევროპულ კონტინენტზე ყველგან უნდა გამოიყენებოდეს.

ყურადღებით ვაკვირდებით და მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“,- განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.