ლევან ჟორჟოლიანი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანებ​ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას

ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანებ​ის ​(EPC) სამიტში. აღნიშნულ სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაში არსებობს, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნული შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ ეფექტს ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. ასევე, საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას, რომლებიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შეუერთდება განცხადებას. სამიტის ფარგლებში საქართველო ასევე შეუერთდება უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

✕