1773942314
ლევან მახაშვილი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე: თუ იმავეს გავიმეორებთ, რასაც ბრიტანელები ამბობდნენ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის გაუმართლებელი და არაპროპორციული შეზღუდვა
თუ იმავეს გავიმეორებთ, რასაც ბრიტანელები ამბობდნენ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის გაუმართლებელი და არაპროპორციული შეზღუდვა, როგორც იტყოდნენ რუსული კანონის განხორციელება, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთი დადგა ამ გამოწვევების წინაშე, ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც საქართველო აკეთებდა, თავის დროზე.
„დღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთი დადგა ამ გამოწვევების წინაშე, ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც საქართველო აკეთებდა, როდესაც ჩვენ ვიდექით ასეთი გამოწვევების წინაშე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ ბრიტანული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ კრიპტოვალუტაში განხორციელებული შემოწირულებები აკრძალოს და უცხოური დაფინანსება შეზღუდოს.










