ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან ამოიღო - Reuters

ნნნ

 ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაქირ ხალიბაფი სამიზნეების სიიდან ამოიღო - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღეს, რაც პაკისტანმა ვაშინგტონს სთხოვა, მათი ლიკვიდაცია არ განეხორციელებინა.

"ისრაელს ჰქონდა მათი კოორდინატები და მათი განადგურება სურდა. ჩვენ აშშ-ს ვუთხარით, რომ თუ ისინიც განადგურდებოდნენ, არავინ დარჩებოდა მოსალაპარაკებლად, ამიტომ აშშ-მა ისრაელს უკან დახევა სთხოვა", - განაცხადა წყარომ.

როგორც Reuters-ი წერს, Wall Street Journal-ი იყო პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ორი მაღალი თანამდებობის პირი  ისრაელის დასაბომბი სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს, რაც პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკავშირდება.

აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ ორი პირი სიიდან ოთხიდან ხუთ დღემდე ვადით ამოიღეს, თუმცა ამ ნაბიჯში პაკისტანის როლზე რაიმე ინფორმაცია ნახსენები არ ყოფილა.