ლევან მაჭავარიანი: როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება ასეთი პარტიებისგან, რომლებიც მთლიანად გარე ძალებს ემსახურებიან და ასობით მილიონი დოლარით ფინანსდებიან ამის გამო, იქ უკვე გაჩნდება რეალური ოპოზიცია

ლევან მაჭავარიანი

 ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ასე ვთქვათ, პოლიტიკური ველი ასეთი მავნებელი პარტიებისგან გავწმინდოთ, რომლებიც ცუდის მეტს არაფერს არ აკეთებენ ჩვენი ქვეყნებისთვის, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც გუშინ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს.

„რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება ასეთი პარტიებისგან, რომლებიც მთლიანად გარე ძალებს ემსახურებიან და ასობით მილიონი დოლარით ფინანსდებიან ამის გამო, იქ უკვე გაჩნდება რეალური ოპოზიცია. შესაძლებლობას მივცემთ ახალგაზრდებს თუ არა ახალგაზრდებს ვინც ჩვენი ქვეყნის რეალური პატრიოტები იქნებიან, რეალური ოპოზიცია წარმოადგინონ პოლიტიკურ ველზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.